ფრანკფურტი 2018 – ყურმოკრული ამბები

IMG_5715წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული მსოფლიოში ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან წიგნის ბაზრობაზე ფრანკფურტში. გერმანულ თუ ქართულ პრესაში უკვე გამოქვეყნდა ბაზრობის შემაჯამებელი წერილები. როცა ავტორების ერთი ნაწილი ზომიერი, კრიტიკული თვალით, თუმცა მაინც პოზიტიურად აფასებს ქართულ პროგრამას და ამ პროგრამის ფარგლებში გამოკვეთილ მთავარ მესიჯებს, მათი მეორე ნაწილი, ყოველგვარი კრიტიკული რეფლექსიის გარეშე, თვითტკბობის მომნუსხველ რიტუალში ვარდება. ქართულ პროგრამაში ჩვენც ვმონაწილეობდით და წიგნის პრეზენტაციებს შორის, ერთი საგამოფენო სივრციდან მეორეში მორბენალებს, გვესმოდა ფრაზები, რომლის ჩანიშვნას ხშირად ვერც კი ვახერხებდით. აი მათი მცირე ნაწილი:

გერმანელი დამთვარიელებლები ქართულ პავილიონთან ასასვლელ ესკალატორზე:

– „საქართველო იუგოსლავიას არ ეკუთვნის?
– იუგოსლავია არ არსებობს როგორც ცალკე ქვეყანა!
– ხო, ნუ ყოფილი იუგოსლავია ვიგულისხმე. ეკუთვნოდა ხო იუგოსლავიას?“

ქართული პავილიონის დამთვარიელებლები:

– „ძალიან ლამაზი დამწერლობა აქვთ ქართველებს.
– ნამდვილად.
– არაბულ დამწერლობას ვამსგავსებ.“

ქართული პავილიონის დაბლა სასადილოში, სადაც მთელი ბაზრობის პერიოდში ქართული კერძები მზადდებოდა:

– „აჯაფსანდალი იყო ცხვრის ყველით თავზე. ასეთი არაფერი გამიგია.
– ხო, არც ხაჭაპური გავდა ხაჭაპურს.“ *ქართულად

შატლ-ავტობუსში (წინა ფანჯარაზე დიდი ქართული წარწერით „ქართველი მწერლები“, რომლის დანახვაზე ბაზრობის დაცვის ბრაზიანი თანამშრომლები უმალ განზე დგებოდნენ და გვატარებდნენ ხოლმე), რომელიც ქართული პროგრამის მონაწილეებს სასტუმროდან ბაზრობამდე დაატარებდა, უამრავ საინტერესო რამეს მოისმენდით.

სამი ქართველი თანამედროვე ავტორის დიალოგი ბაზრობიდან სასტუმროში მიმავალ გზაზე:

– I ავტორი: „ერთი გერმანელი ვნახე გუშინ თან ჩახოხბილს ჭამდა და თან ტიროდა. გეფიცები!
– II ავტორი: lcb-ში (Literarische Colloquium Berlin / ბერლინის ლიტერატურული კოლოქუიუმი) ერთხელ ერთმა გერმანელმა მოდერატორმა ერთ ქართველ ავტორს ჰკითხა – ‚თბილისში სანაყინე რატომ გახსენი და კინოთეატრი რატომ არაო.’
– III ავტორი: უი, ეგ ის არ იყო, მე რომ მკითხა მერე ჩემს რომანზე, ასე პატარა რატომ დაწერეო.“ *სიცილი

სკანდინავიური ხაზის სასტუმროსთან მისულზე, მანქანიდან გადმოსვლის დროს თქმული:

– „ბესო და ეს ლოსი სულ ასე დგანან აქ.“ (სასტუმროს შესასვლელში უზარმაზარი დეკორატიული ლოსი იდგა)

ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციის დროს პავილიონის მთავარ სცენაზე მოდერატორმა ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსული ქართველი ავტორები გააკრიტიკა:

– „შევარდნაძის მიღწევების არ ხსენება იქნებოდა, კაცო? თანაც გერმანიაში? კაცმა კედელი დაანგრია და გერმანია გააერთიანა ბოლო-ბოლო!“

ფრანკფურტშივე გაიმართა წელს პრემია „საბა-ს“ დაჯილდოება. ერთ-ორ საინტერესო ფრაზას იქაც მოისმენდით:

– „ლიტერატურული კრიტიკოსები დაილია კი მაგრამ? არც ერთი კრიტიკოსი არ ყოფილა ჟიურიში. უკმაყოფილო არიან მწერლები…“

ქართულ პავილიონში ანბანის 33 გაფანტული ასოს ძებნაში დაღილი ქართველი დამთვალიერებლები (ქართული ანბანის 33 ასო პავილიონში სხვადასხვა ფორმით ისე იყო ერთმანეთში გადახლართული, რომ ხშირად სტუმრებს დიდ ხანს უწევდათ საკუთარი ინიციალების ძებნა, რათა მათთან ფოტოების („სელფების“) გადაღება შესძლებოდათ:

– „ი და ც ერთ პონტში ხომ არ გაიყვანეს ამათ?
– ალბათ.
– წავიდა ძებნა, დავაი.“

ქართველი ბიჭი გერმანელ გოგოს მაცდუნებელი ღიმილით:

– „we are now on the same page.“ *სიცილი

 

ირინე ბერიძე & ლილე ბახმანი (23.11.18)

 ფოტო ©ირინე ბერიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.